პალმები (Arecaceae ანუ Palmae), ერთლებნიანი ხისებრი მარადმწვანე მცენარეების ოჯახი. ჩვეულებრივ დაუტოტავი, სვეტისებური ღერო აქვთ, რომლის სიმაღლე 60 მ, დიამატრი 1 მ აღწევს. იშვიათად გვხვდება დატოტვილი (დუმ-პალმა) და კასრისებრ გამსხვილებულღეროვანიანი სახეობები. პალმების ღერო უმთავრესად გლუვია ან დაფარულია ფოთლების ყუნწების ნარჩენებით, რომელზეც ზოგჯერ ეკლებიცაა განვითარებული. ზოგიერთი პალმები წვრილი, ძალზე გრძელღეროიანი (300 მ-მდე) ლიანებია. პალმების ფრთისებრი ფოთლების სიგრძე შეიძლება აღემატებოდეს 15 მ-ს, ხოლო ყველაზე დიდი მარაოსებრი ფოთლების დიამეტრი — 5 მ-ს; ფოთლები ღეროს კენწეროში მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილობენ 5-12, ზოგჯერ 30-35 წლის ასაკში. ყვავილედი ტაროსებრი ან თავთავისებრი, ზოგჯერ მტევნისებრი ან საგველასებრია. ვითარდება ფოთლის იღლიებში, ზოგჯერ კენწეროზე. უკანასკნელ შემთხვევაში მცენარე მონოკარპულია და ყვევილობის შემდეგ მთლიანად იღუპება ან ზოგჯერ ღეროს ძირთან ივითარებს მრავალრიცხოვან ამონაყარს. ნაყოფი უხსნელია, წვნიანი ან მშრალი, მეტწილად კურკიანა ან კენკრა.
ოჯახში 240-მდე გვარი და 3400-მდე სახეობაა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, ნაწილობრივ სუბტროპიკებშიც. სამხრეთ ევროპაში ველურად იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ქონდარა პალმა (Chamaerops humilis). პალმების ბუნებრივი არეალის ჩრდილოეთი საზღვარი ჩრდილოეთ განედის 38°, სამხრეთის — სამხრეთ განედის 42° აღწევს. გვხვდება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში: ტენიან ტროპიკებსა და სუბტროპიკულ ტყეებში. სავანებში, უდაბნოს ოაზისებში და სხვაგა. პალმები კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ღია გრუნტში, ორანჟერეებსა და ოთახებში. ყოფილ სსრკ-ში ამრავლებდნენ 20 სახეობაზე მეტს ყირიმის სამხრეთ სანაპიროსა და კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად დასავლეთ საქართველოში; მცირედ — ზოგან აღმოსავლეთ ამიერკავკასიაშიც. ჩვენს ბაღ-პარკებში ყველაზე ხშირია Butia capitata, Chamaerops humilis, Erythea armata, Phoenix canariensis, Phoenix dactylifera,Sabal palmetto, Trachycarpus fortunei. ამრავლებენ ძირითადად თესლით. სამშობლოში პალმებს ძალზე დიდი გამოყენება აქვს. ზოგიერთ ტროპიკულ რაიონში მათგან ამზადებენ საკვებ პროდუქტებს. ზეთისა და ქოქოსის პალმისაგანღებულობენ საკვებ და ტექნიკურ ზეთს, ბევრი პალმები შაქრის, ღვინის,სპირტის, მცენარეული ცვილის წყაროა. პალმების ღერო ძვირფასი სამშენებლო მასალაა, ფოთლებს იყენებენ ქაღალდის მისაღებად, შენობების გადასახურავად, კალათების დასაწნავად და სხვა.
მარაოსებრი პალმა (Trachycarpus) — პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა (უწინ პალმების ოჯახისა). მათი ღეროსსიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე. ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლოებით 70 სმ, ყვავილედისა — 1 მ. 8 სახეობა, რომელიც იზრდება სახრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია ბევრ სუბტროპიკულ ქვეყანაში. კავკასიაში (მათ შორის საქართველოს) შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისში, ლენქორანსა და ზოგან შუა აზიის რესპუბლიკებში მოშენებულია 2 სახეობა: Trachycarpus fortunel (ანუ Trachycarpus excelsus) და Trachycarpus martianus.
ყვავილის სახელწოდება ბერძნულია-”დენდრო”-ხე “ბიო”-სიცოცხლე, საერთოჯამში ითარგმნება როგორც “ხეზე მაცხოვრებელი”
ამ მცენარის ყველა სახეობა მიეკუთვნება ორქიდეისებრთა ოჯახს და დაცულია საერთაშორისო კონვენციით-მცენარეებისა და ცხოველების გაყიდვის აკრძალვით..
ის გვხვდება დეკორატიულ ბაღებში..
საერთოდ ეს მცენარე მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია კოლუმბიასა და ვენესუელაში, აგრეთვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
მარაოსებრი პალმა (Trachycarpus) — პალმების გვარი არეკასებრთა ოჯახისა (უწინ პალმების ოჯახისა). მათი ღეროსსიმაღლე 20 მ, სისქე 20 სმ აღწევს, დაფარულია ყავისფერი ბოჭკოებით და ფოთლის ნაჭდევებით. მარაოსებრი ფოთლები ჯგუფ-ჯგუფად (როზეტად) სხედან ღეროს წვერზე. ფოთლის ფირფიტის სიგრძეა დაახლოებით 70 სმ, ყვავილედისა — 1 მ. 8 სახეობა, რომელიც იზრდება სახრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჰიმალაის მთებში, კულტივირებულია ბევრ სუბტროპიკულ ქვეყანაში. კავკასიაში (მათ შორის საქართველოს) შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისში, ლენქორანსა და ზოგან შუა აზიის რესპუბლიკებში მოშენებულია 2 სახეობა: Trachycarpus fortunel (ანუ Trachycarpus excelsus) და Trachycarpus martianus.
ბოტანიკური ბაღი — ფართობი, რომელიც წარმოადგენს კარგად მოვლილ მცენარეთა ფართო სპექტრს და სადაც თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. აქ შეიძლება შევხვდეთ ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებს, როგორიცაა:კაქტუსები და სუკულენტები, ბაღჩები, სპეციალური მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში, ასევე შეიძლება განთავსებული იყოს სათბურები, ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებით გაშენებული, როგორიცაა:ტროპიკული, ალპური ან სხვა ეგზოტიკური მცენარეები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა მომსახურებები შეიძლება მოიცავდეს ტურებს, საგანმანათლებლო ჩვენებებს, გამოფენებს, წიგნის ოთახებს, ღია ცის ქვეშ თეატრალურ და მუსიკალურ წარმოდგენებს და სხვა გართობებს.
ხშირად, ბოტანიკურ ბაღებს ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტები ან სხვა სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად, დაკავშირებულნი არიან ჰერბარიუმთან და სამეცნიერო კვლევით პროგრამებთან მცენარეთა სისტემატიკაში ან ბოტანიკური მეცნიერების სხვა ასპექტში. პრინციპში, მათ როლს წარმოადგენს შეინარჩუნონ ცოცხალი მცენარეების დოკუმენტირებული კოლექციები, მათი სამეცნიერო კვლევის, კონსერვაციის, ჩვენების და ზოგადად, განათლების მიზნით, თუმცა ეს დამოკიდებულია იმ რესურსებზე და სპეციალურ ინტერესებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ ამა თუ იმ კონკრეტულ ბაღში. თანამედროვე ბოტანიკური ბაღების წარმოშობა შეიძლება დავუკავშიროთ ევროპულ შუა საუკუნეების სამკურნალო ბაღებს, რომელიც ცნობილია როგორც სამკურნალო ბაღების სახელწოდებით. პირველი ასეთი ბაღი დაარსდა იტალიური რენესანსისპერიოდში, მე -16 საუკუნეში. ამდაგვარი ადრეული დაინტერესება სამკურნალო მცენარეების მიმართ მე -17 საუკუნეში, ევროპის გარედან ახალი მცენარეების შემოტანის და მათი კვლევის ინტერესით შეიცვალა, როგორც კი ბოტანიკის მიმართულება, თანდათანობით, მედიცინისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. მე -18 საუკუნეში შემუშავებულ იქნა ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის სისტემები იმ ბოტანიკოსების მიერ, რომლებიც მუშაობდნენ ჰერბარიუმზე და ზოგადად იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც ბაღებთან იყვნენ ასოცირებულნი. ეს სისტემები ხშირად, წარმოდგენილნი არიან ბაღებში საგანმანათლებლო მიზნით, იმის საჩვენებლად თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ბაღის კალაპოტები". ევროპული იმპერიალიზმის სწრაფ ზრდასთან ერთად, გვიან მე -18 საუკუნეში ბოტანიკური ბაღები დაარსებულ იქნა ტროპიკებში, სადაც ბოტანიკური ეკონომიკის მიმართულება გახდა მთავარი აქცენტი, რომლის ცენტრიც იყო კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები, ლონდონის მახლობლად. წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღები, როგორც კულტურული და სამეცნიერო ორგანიზაციები, პასუხობდნენ ბოტანიკისა და მებაღეობის ყველა ინტერესებს. დღესდღეობით, ბოტანიკური ბაღების უმეტესობა წარმოადგენს ზემოთხსენებული თემების ნაზავს და უფრო მეტიც: საზოგადოებასთან მტკიცე კავშირების ქონით, იქმნება შესაძლებლობა, რომ სტუმრებს მიეწოდოთ ინფორმაცია გარემოს დაცვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ვეხებით 21 საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვასთან და მათ მდგრადობასთან.
ეს ყვავილი-კანისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია და ითვლიან დაახლოებით 50 სახეობას, გამორჩეულად სხვადასხვა ფერისებური გამით. ძირითადად ის ხარობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა ევროპაში სულ უფრო პოპულარული ბაღის მცენარეა…ამ მცენარეს აგრეთვე უწოდებენ-სამოთხის ჩიტს ფოთლების ხასიათობრივი ფერის წყობის გამო, რომელიც მოგვაგონებს მგალობელ ტროპიკულ ფრინველებს.ის ხარობს-სამხრეთ აფრიკაში-ცნობილი როგორც ეგზოტიკური მცენარე..
- Dendrobium
ყვავილის სახელწოდება ბერძნულია-”დენდრო”-ხე “ბიო”-სიცოცხლე, საერთოჯამში ითარგმნება როგორც “ხეზე მაცხოვრებელი”
ამ მცენარის ყველა სახეობა მიეკუთვნება ორქიდეისებრთა ოჯახს და დაცულია საერთაშორისო კონვენციით-მცენარეებისა და ცხოველების გაყიდვის აკრძალვით..
ის გვხვდება დეკორატიულ ბაღებში..
- Lantana
საერთოდ ეს მცენარე მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია კოლუმბიასა და ვენესუელაში, აგრეთვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
No comments:
Post a Comment