ვიქტორია (Victoria), წყლის მრავალწლოვანი მცენარის გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვს დიდი ზომის (2 მ დიამეტრის), წელზე მოტივტივე ფოთლები. ფოთლის ქვედა მხარეზე განვითარებულის მსხვილი ძარღვების ქსელი, რომელიც ამოვსებულია ჰაერშემცველი ქსოვილით. ამის გამო ვიქტორიას 50 კგ-მდე ტვირთს უძლებს. ყვავილები დიდია და სურნელოვანი. საღამოს თეთრად იშლება ხოლმე, დილით კი ვარდისფერდება და იხურება, დღის ბოლოს კვლავ იშლება, მაგრამ ულვე ჟოლოსფერია. მეორე დილისათვის მუქი წითელია, ხელახლა იხურება, ჩაეშვება წყალში და მისგან შავთესლებიანი ნაყოფი ვითარდება. ვიქტორია გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, მოსახლეობა მის თესლს საჭმელად იყენებს. განსაკუთრებით ცნობილია ამაზონის ვიქტორია (Victoria amazonica, Victoria regia), რომელიც იზრდება მდინარე ამაზონის აუზში, მეორე სახეობა (Victoria cruziana) — მდინარე პარანის წყლებში. ორივე სახეობას აშენებენ ორანჟერეებში. Victoria cruziana კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარისწარმომადგენელი.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.
თუთიყუში არა.
არა, არარა — სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების ორი გვარის (Ara და Anodorhynchus) საერთო სახელწოდება. მათი შეფერილობა ლურჯი, წითელი, ყვითელი და იშვიათად მწვანეა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში - მექსიკიდან პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტყეში, ხის ფუღუროში. დებენ 2 კვერცხს. იკვებებიან მცენარის ნაყოფით, თესლით. ყველაზე უფრო ცნობილი სახეობებია არარაუნა (Ara ararauna), არა (Ara macao) და იაგუნდისფერი არა(Anodorhynchus hyacinthinus).
იაგუარი (Panthera onca), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უმთავრესად არჩევს მდინარეთა ანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. იკვებება ჩლიქოსნებით (ტაპირი, ირემი, პეკარი), მღრღნელებით, თევზებით, ჭამს აგრეთვე კუს და მის კვერცხებს, ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ საქონელსაც. მაკეობა 3,5 თვე გრძელდება, შობს 4-მდე ბოკვერს. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა (იყენებენ ტყავს).
ტროპიკები (ბერძნ. tropikоs (kуklos) – მობრუნების წრე) — ეკვატორის პარარელური წარმოსახვის წრეწირები დედამიწის ზედაპირზე, რომლებიც 23° 26′ 22″-ითაა დაშორებული ეკვატორიდან (ჩრდილოეთ ანუ კიჩხიბის ტროპიკი და სამხრეთის ანუ თხის რქის ტროპიკი). დამახასიათებელია ცხელი კლიმატი. ტროპიკებს შორის მდებარე თითოეული პუნქტისათვის მზე წელიწადში ორჯერ გაივლის ზენიტში, ჩრდილოეთ ტროპიკზე კი – ზამთრის მზებუდობისას.
ტროპიკებთანა დაკავშირებული ტროპიკული ოლქი, ტროპიკული სარტყლები, ტროპიკული ტყეები, ტროპიკული ფაუნა და სხვ. ამასთანავე ტროპიკულ სარტყლებში ხშირია ე. წ. ტოპიკული დაავადებანი, რომელსაც განეკუთვნება ინფექციური და პარაზიტული დავადებები.
ტროპიკული ჰავა ყალიბდება მაღალი ატმოსფერული წნევის არეებში და დამახასითებელია წლის განმავლობაში მშრალი და ნოტიო პერიოდების მონაცვლეობა. ტროპიკებში არსებული ტემპერატურა შეიძლება ადიოდეს 58°C-მდე.
No comments:
Post a Comment